ანზორ ბიწაძე - შეუძლებელია პარტიას ევროინტეგრაციის ბედი ადარდებდეს და ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი იყოს

შეუძლებელია პარტიას ევროინტეგრაციის ბედი ადარდებდეს და ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი იყოს,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ანზორ ბიწაძის თქმით, ოპოზიციის უმეტესობა დაკავებულია, რაც შეიძლება დიდი ხანი იჯდეს პარლამენტში ან შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ.

„ოპოზიცია ორი წლის მანძილზე იბრძოდა, რომ ვადამდელი არჩევნები მოგვეპოვებინა, მაშინ ამაზე ყველა ვთანხმდებოდით. ახლა, როდესაც ნიკა მელია გამოვიდა ინიციატივით და ყველას შეახსენა, თავს დაესხნენ, რა დროს ეგ არის, ჯერ მზად არ ვართო.

პოლიტიკოსი როდესაც იძახის, ხვალ არჩევნები რომ ჩატარდეს, ხელისუფლება მომიგებსო, მერე ნუ იწუწუნებს ხალხში ნიჰილიზმის არსებობაზე.

ყოველდღე თუ იძახა ოპოზიციამ ჯერ ვერ მოვიგებთო, კი, ნამდვილად წავაგებთ.

ოპოზიციის უმეტესობა დაკავებულია ერთი იმით, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ისხდნენ პარლამენტში, მეორე კი იმით, რომ იქნებ შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ 2024 წელს. ერთი საკითხიც ვერ გაიტანა ოპოზიციამ პარლამენტში და ბოლოს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რიგგარეშე სესიის მოთხოვნამდე დავიდა და გვახსოვს, ისიც ვერ შეძლეს.

მთავარი საკითხი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს - ლიდერები ნათლად აცხადებენ, რომ ყოველდღიურად ვშორდებით ევროკავშირს - რაც უდავოა, მაგრამ თუ ნამდვილად ადარდებთ ეს საკითხი, მაშინ, რას ელოდებიან, მართლა პროდასავლური ოპოზიცია თუ არიან , რატომ ეწინააღმდეგებიან ვადამდელ არჩევნებს ? - ანუ ზოგიერთი მათგანი ხედავს, რომ ყოველდღიურად ვშორდებით ევროპას და თან გვიმტკიცებს, რომ ვადამდელი არჩევნები მაშინ უნდა ჩატარდეს, როცა თავად აწყობთ? და ასეთი პოლიტიკოსები პროდასავლურები არიან? ან კიდევ, ეს ცნობა სად აიღეს და ვინ მისცა, რომ პროდასავლურები არიან ? პროდასავლური თუ არის პარტია და გულწრფელად თვლის, რომ ევროკავშირს ყოველდღიურად ვშორდებით, მაშინ ყოველდღიურად უნდა იბრძოდეს რომ ვადამდელი არჩევნები მოახლოვდეს. მოკლედ, თვალსაჩინოა ვის ევროინტეგრაცია ადარდებს და ვის საკუთარი ვიწროპარტიული და ხშირ შემთხვევაში პარტიულიც კი არა და მხოლოდ პირად ინტერესები”,- აღნიშნა მან.

რაც შეეხება დაანონსებულ ,,ცხელ შემოდგომას", როგორც ბიწაძე ამბობს, მას წინ უნდა უსწრებდეს ცხელი გაზაფხული და „ცხელი ზაფხული, ციდან ცხელი შემოდგომა არ ჩამოვარდება".

კითხვაზე, სად იქნება ,,ერთიანი საქართველო" და ვისთან ერთად მიიღებს პროცესში მონაწილეობას, ანზორ ბიწაძე პასუხობს, რომ იქნებიან ყველა პროცესში, სადაც ეცოდინებათ, რომ „უკან არავინ დაიხევს“.

„სადაც ხალხს არ ეტყვიან ღამის სამ საათზე, დილით გეტყვის გეგმასო (როგორც ეს ამ ზაფხულს მოხდა დიდი პროტესტების დროს), ჩვენ ვიქნებით პროცესში, სადაც ლიდერები გარკვეულ შეთანხმებებს საჯაროდ დაფაზე ხელს რომ მოაწერენ, მერე ამ ხელმოწერებს თავზე არ გადაახევენ ამომრჩევლებს, ვიქნებით იმ პროცესში, სადაც ხალხს არ გადააგდებენ. ოპოზიციონერ კოლეგებთან ბრძოლა, მათი დისკრედიტაცია და ოპოზიციის ოპოზიციონერობა ჩვენ და ჩვენს მხარდამჭერებს არ გვაინტერესებს", - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს