საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია და მონაწილეობა მიიღო ლატვიის რესპუბლიკის კონსტიტუციის 100 წლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „მდგრადობა, როგორც კონსტიტუციური ღირებულება: მომავალი გამოწვევები“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სამი თემატური დისკუსია დემოკრატიული მმართველობის, გარემოსდაცვითი რეგულირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ადამიანის უფლებების მდგრადობის საკითხებზე.

„კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საკონსტიტუციო და უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები ევროპის ქვეყნებიდან, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოების მოსამართლეები, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით