ევროპის უდიდესმა კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT-მა Netflix-თან პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა

უმსხვილესი ევროპული კრიპტოვალუტის ბირჟა WhiteBIT აქვეყნებს ინფორმაციას გლობალური სტრიმინგ სერვისების მიმწოდებელ გიგანტ კომპანია Netflix - ევროპასთან პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. ეს ღირშესანიშნავი ფაქტი არის იმ აქტივობების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიების პოპულარი-ზაციისა და დანერგვის წახალისების მიზნით ხორციელდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მიზანი, რომელსაც WhiteBIT-ის გუნდი თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად ღირსეულად ახორციელებს.

პარტნიორული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, Netflix-ის ევროპელ აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ გადაიხადონ სააბონენტო გადასახადი კრიპტოვალუტით, თავიანთი საყვარელი ფილმებისა და სერიალების საყურებლად. ხელშეკრულების მიხედვით, Netflix-ს შესაბამის ტექნიკურ შესაძლებლობას, აწვდიან WhiteBIT - ის ტექნიკური სამსახურის სპეციალისტები.

ახალმა პარტნიორებმა დამატებით დაგეგმეს სხვადასხვა ერთობლივი საგანმანათლებლო და მარკეტინგული აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს Netflix-ის მრავალრიცხოვანი აბონენტების ცნობიერების გაზრდას ბლოკჩეინის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ციფრული აქტივების, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების გზაზე. WhiteBIT-სა და Netflix-ს შორის ხელშეკრულება მინიმუმ ორწელიწადნახევრის განმავლობაში გაგრძელდება, და იქნება ძალაში 2025 წლის მაისამდე.

"ჩვენს სამშობლოში ომის აქტიური ფაზის მიუხედავად, უკრაინული ბიზნესი აგრძელებს მუშაობას და აღწევს უამრავ გამარჯვებას ეკონომიკურ ფრონტზე. ჩვენ ბლოკჩეინის ფანები ვართ და მზად ვართ მივიტანოთ ეს ვნება და ემოცია მსოფლიოს ყველა კუთხეში. სწორედ ამიტომ WhiteBIT დათანხმდა Netflix - თან გრძელვადიან პარტნიორობას, რომლის სახელიც, უკვე იქცა გლობალური აუდიტორიის ღირსეულ სიმბოლოდ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დროთა განმავლობაში Netflix-ის აბონენტების სიყვარული კინემატოგრაფიული შედევრების გვერდიგვერდ გარდაიქმნება სურვილში, მეტი გაიგონ ბლოკჩეინის შესახებ და ისარგებლონ უამრავი უპირატესობით და თავისუფლებით, რასაც ეს თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა“, - თქვა WhiteBIT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვოლოდიმირ ნოსოვმა

მითითება: WhiteBIT არის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟა ევროპაში. კომპანიას გავლილი აქვს KYC და AML პროცედურები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას. Hacken-ის დამოუკიდებელი აუდიტის მონაცემებით ის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოს ტოპ 2 ბირჟაში შედის და აქვს AAA რეიტინგი. WhiteBIT გუნდი 500 წევრისგან შედგება.

Netflix, Inc. - ამერიკის შეერთებულ შტატებში დარეგისტრირებული, მედია და პროდიუსერული სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, რომლის სათაო ოფისიც ლოს გატოსში, (კალიფორნია) მდებარეობს. 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Netflix-ს ჰყავდა 220,7 მილიონი გამომწერი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Netflix - ის სერვისები ხელმისაწვდომია მთელ მსოფლიოში, გარდა ქვეყნებისა სადაც ტოტალიტარული მმართელობაა, ასეთი ქვეყნების სიაში შედიან შემდეგი ქვეყნები: კონტინენტური ჩინეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო