სოსო გოგაშვილი - ვადასტურებ მოსამართლე ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს, ეს განვახორციელეთ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ

ვადასტურებ ბესარიონ ალავიძის მიერ ინტერვიუში მოყვანილ ზეწოლის ფაქტს. ეს განვახორციელეთ ჩვენ სუს-მა მიხეილ ჩინჩალაძის მოთხოვნის შემდეგ, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილმა უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

სოსო გოგაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე „ოცნებისთვის“ სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო „მძიმე არტილერია“.

„ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი. ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.

სუს-ში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.

რადგან ბესარიონ ალავიძემ გაბედა და დაიწყო მხილება, მე მას მოვუწოდებ ბოლომდე ისაუბროს და თქვას ყველაფერი ამ შეხვედრებთან დაკავშირებით.

ასევე მოვუწოდებ შემსრულებელ ოფიცერს, რომელიც ისევ მუშაობს სუს-ში მაღალ თანამდებობაზე (ჩემი ინფორმაციით) - მეგობარო, დაიკავე ამჯერად მართლა სახელმწიფოებრივი პოზიცია, თქვი სიმართლე და ამხილე ბინძური სისტემა. ვიცი, რომ შენ ხარ პატრიოტი და ვიცი, რომ გინდა ემსახურო საქართველოს და არა პუტინის ოცნებას“, - წერს გოგაშვილი.

ცნობისთვის, ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე და მათთვის მოწყობილ „ქუჩურ გარჩევებზე“ ისაუბრა.

ალავიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიეღო. თუმცა, ალავიძე აღნიშნულ საქმეებს არ ასახელებს.

„არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ ან აიძულეს განცხადება დაეწერა, ან სისტემიდან წასულიყო ან გადასულიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოში. ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიმეღო. იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათთან კონფლიქტი მომივიდა. მინდა ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს არა „აკადემიური“ ხასიათი ჰქონდა, ვთქვათ - თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ, ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ, არამედ, ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება, ძალიან ხმამაღალი ტონით და პირდაპირ მოწოდება, რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე, ესა თუ ის შედეგი“, - განაცხადა ალავიძემ.

ცნობისთვის, ბესარიონ ალავიძე 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე