საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ რეკრეაციული პარკი შეემატება

„ას გრუპ ინვესტმენტი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი და წამყვანი დეველოპერული ჰოლდინგია. კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე 200 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა, პარკის გრანდიოზულ პროექტს აანონსებს, რომლის მსგავსიც საქართველოში არცერთ კერძო ინვესტორს არ განუხორციელებია.

სულ მალე საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ რეკრეაციული პარკი შეემატება, რომელიც 7.5 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტისთვის გამოყოფილია სოლიდური ინვესტიცია და უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. მშენებლობა დასრულდება 2023 წლის ბოლოს, ხოლო მოსახლეობას 2024 წლიდან საშუალება ექნება ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი არაჩვეულებრივი გარემოთი.

კომპანია „ას ჯორჯიასთვის“ მნიშვნელოვანია უპასუხოს გარემოსდაცვით გამოწვევებს და წვლილი შეიტანოს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებაში. მსგავსი მასშტაბის პარკის არსებობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპლექსის მოსახლეობისთვის, არამედ ისანი-სამგორის რაიონის მცხოვრებთათვისაც. ჩვენ გვჯერა, რომ ქალაქის მწვანე საფარის განვითარება ჩვენი მომავალი თაობისთვის გაღებული შეუფასებელი საჩუქარია.

კომპანია „ას ჯორჯია“ წლების წინ გახდა მთავარი მამოძრავებელი ძალა, მან მასშტაბური და უპრეცედენტო კომპლექსის მშენებლობით ბიძგი მისცა ისანი-სამგორის რაიონის განვითარებას. შედეგად, დაიწყო აქტიური მშენებლობის პროცესი და უძრავ ქონებაზე ფასების ეტაპობრივი ზრდა.

„დღეს კომპანიამ თამასა აწია, კომპლექსისა და რაიონის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის წამოწყებით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „დირსის“ მცხოვრებლებმა, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბინა, საუკეთესო ინვესტიცია განახორციელეს. უძრავი ქონების შეძენის მსურველებს კი კვლავ აქვთ საშუალება მოახდინონ კაპიტალის სწორი და მომგებიანი ინვესტირება. ეჭვგარეშეა, რომ, დღესდღეობით, ბაზარზე უძრავი ქონების ფასების ზრდის ტენდენცია, ასევე დირსის ტერიტორიაზე მასშტაბური პარკის მშენებლობა, ისანი-სამგორის რაიონში ფასების ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები გახდება“,- აცხადებენ კომპანიაში.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო