მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითრების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩში, 60 მოსწავლეზე გათვლილ, საჯარო სკოლას აშენებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროში განმარტავენ, სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. სამშენებლო კომპანიას შესრულებული აქვს ჩასატარებელი სამუშაოების მხოლოდ 48%. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა, კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება. სამუშაოების დასრულების მიზნით, გამოცხადდა ახალი ტენდერი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4851

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა