პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა შესაძლოა, ნოემბრისთვის გადაიდოს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის საპარლამენტო ინტერპელაცია შესაძლოა, ნოემბრისთვის გადაიდოს.

აზარაშვილის ინტერპელაცია მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ასახულია - ბიუროს ჯერ კიდევ გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ჯანდაცვის მინისტრს, ინტერპელაციის წესით, 23 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მოუსმენდნენ.

ინტერპელაციის გადადების საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო კახაძემ დასვა. როგორც კახაძემ განმარტა, მინისტრი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, თბილისში 23 სექტემბრისთვის ბრუნდება, მაგრამ მისივე თქმით, იმის გამო, რომ პარლამენტში პირდაპირ აეროპორტიდან არ მოვიდეს, მიზანშეწონილი ინტერპელაციის ნოემბრისთვის გადადება იქნება.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ობიექტური მიზეზი მინისტრის საერთაშორისო ვიზიტია. პაპუაშვილმა 23 სექტემბრისთვის დაგეგმილი ინტერპელაციის გადადება არ გამორიცხა.

აღსანიშნავია, რომ ინტერპელაციის წესით სექტემბერში პარლამენტში ასევე მიწვეული იყვნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და განათლების და მეცნიერების მინისტრები, თუმცა პლენარული სხდომაზე ინტერპელაციით მიწვეული მინისტრების მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო. ამ შემთხვევაშიც ინტერპელაციის გადავადების მიზეზი სამთავრობო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტია.

ზურაბ აზარაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს, რომელთა ძირითადი ნაწილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას შეეხება.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა