დაუზუსტებელი ცნობით, ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მდებარე "საქართველოს ბანკში" შეჭრილმა თავდამსხმელმა გაისროლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველები ავრცელებენ.

მათი ცნობით, გამაფრთხილებელი გასროლა ბანკში შეჭრიდან მალევე განხორციელდა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, როგორც ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი ამბობს, თავდამსხმელს "ჯინსის ქურთუკი აცვია".

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი 2 მილიონ ლარს ითხოვს.

ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სპეცოპერაციაა. არსებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფება. პერიმეტრი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო