ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკური მნიშვნელობის საქმეებზე, სადაც პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ინტერესი, გადაწყვეტილებები "ქართული ოცნების" კაბინეტებში მიიღება და არა სასამართლო დარბაზებში. შესაბამისად, ნიკა გვარამიას საქმის ბედიც ბუნებრივია, დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე, - ამის შესახებ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია და ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენი სამართლებრივ დასაბუთებას აბსოლუტურად მოკლებულია.
"კერძო ურთიერთობების გამო არის ადამიანი ციხეში, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ სინამდვილეში ციხეში ჩასმის მოტივაცია არის ქვეყანაში განსხვავებული აზრის ჩახშობა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეფერხება და გაუქმება," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.