პაველ ჰერჩინსკი დეოლიგარქიზაციაზე - მდიდარი ბიზნესმენების მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს

ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენების მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, - ამის შესახებ ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეოლიგარქიზაციის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

ელჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი საქართველოსთვის უნიკალური არ არის, იმდენად რამდენადაც მსგავსი გამოწვევის წინაშე იყო თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, მდიდარი ბიზნესმენების ფაქტორის მოხსნა, ქვეყანას პერსპექტიული ინვესტორებისთვის მიმზიდველს და უფრო ძლიერს გახდის.

„საკითხი ძალიან მარტივია და ეს არ არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის არის უნიკალური. ეს საკითხი საკმაოდ გავრცელებულია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიზნესს აქვს დიდი ინტერესი და ძალიან დიდი გავლენა პოლიტიკაზე. ვფიქრობ, რომ მდიდარი ბიზნესმენის მხრიდან პოლიტიკაზე ნაკლები გავლენის ქონა, გააძლიერებს საქართველოს, მოიზიდავს მეტ ინვესტიციას, უზრუნველყოფს ამ ქვეყნის მიმზიდველობას პერსპექტიული ინვესტორებისთვის. გადაწყვეტილება ქართველებზეა, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან ვიმედოვნებთ, რომ პროგრესი ამ საკითხთან მიმართებითაც მიღწეული იქნება“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან კითხვაზე, განიხილავს თუ არა დასავლეთი და კონკრეტულად ევროკავშირი საკითხს, დაუწესდეთ თუ არა სანქციები ადამიანებს, რომლებიც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. სასანქციო სიაში შეიყვანა და რომელთა შორის ბიძინა ივანიშვილიც არის, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციას შორის „სახელებზე საუბარი არ არის“.

„სიცხადისთვის ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 12 რეკომენდაციას შორის არ არის სახელები. ჩვენ არ ვერევით შიდა პოლიტიკაში. ჩვენ ვსაუბრობთ პროცესზე, მაგრამ არ ვახსენებთ არანაირ სახელებს. რაც შეეხება ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას, ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერია და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ ერთსულოვნებაზე დაფუძნებით. ევროკავშირის სანქციების ეს პროცესი მუდმივად განახლდება ერთსულოვნების საფუძველზე და იმ მყარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც ყოველთვის უნდა იდგეს ევროკავშირის სანქციების სიაში ნებისმიერი გაფართოების უკან“,- განაცხადა ელჩმა.

ევროკავშირის ახალი ელჩის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო