„მეგალაბი“ პირველი სამედიცინო ლაბორატორია გახდა ამიერკავკასიაში, რომელმაც ამერიკული JCI აკრედიტაცია მიიღო

მულტიპროფილურ სამედიცინო ლაბორატორია „მეგალაბს“ Joint Commission International-მა აკრედიტაცია მიანიჭა.

„მეგალაბი“ ერთადერთი ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელიც აშშ-ში ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს JCI ოქროს სტანდარტს ფლობს. ამ დრომდე JCI აკრედიტაცია მსოფლიოს მასშტაბით 38-მა ლაბორატორიამ მიიღო, რომელთა ჩამონათვალსაც უკვე პირველი ქართული ლაბორატორიაც დაემატა.

JCI - Joint Commission International-ი წარმოადგენს ჯანდაცვის აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს აშშ-ში და კლინიკური პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. მისი მიზანია პაციენტზე ზრუნვის ხარისხისა და უსაფრთხოების მუდმივი გაუმჯობესება. ამასთან, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, უკვე აკრედიტებულ ლაბორატორიებისა და კლინიკების სტანდარტებთან შესაბამისობა 3 წელიწადში ერთხელ გადაამოწმოს.

„აკრედიტაცია ემსახურება ლაბორატორიაში კვლევების მაღალი სიზუსტით ჩატარებას, რაც პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ერთხელ სწორად გაკეთებული კვლევით შესაძლებლობა ეძლევა, ექიმმა დროულად დაუსვას დიაგნოზი,“ - განმარტა ნინო ღულათავამ.

მისივე თქმით, აკრედიტაცია „მეგალაბს“ საშუალებას მისცემს, სამეცნიერო კვლევების მიმართულებით კიდევ უფრო გაიღრმაოს პარტნიორობა უცხოურ სამედიცინო დაწესებულებასთან და მიღებული შედეგები ლაბორატორიაში დანერგოს.

„ეს პროცესი უკვე დაწყებულია და იმედია, სასურველ შედეგებს სწრაფი ტემპით მივაღწევთ,“ - აღნიშნა ნინო ღულათავამ.

ხარისხის დირექტორის ელენე მაჭავარიანის თქმით, JCI აკრედიტაცია ითვალისწინებს პაციენტის უსაფრთხოების დაცვის მაღალ სტანდარტს, რაც ლაბორატორიისთვის დაარსების დღიდან პრიორიტეტია

„პაციენტის უსაფრთხოების დაცვაში იგულისხმება როგორც კონფიდენციალურობის შენარჩუნება, ისე მისი ანალიზების სწორად იდენტიფიცირება. ამისთვის მას ენიჭება სპეციალური შტრიხკოდი, რომელსაც მხოლოდ ის ფლობს და არ მეორდება. ასე განვსაზღვრავთ, ნამდვილად უნიკალურია თუ არა პაციენტის ტესტი, ამიტომაც გვაქვს შეცდომის ალბათობა მინიმუმამდე დაყვანილი. ვიცავთ JCI-ს ყველა სტანდარტსა და ქვესტანდარტს, რათა პაციენტმა თავი დაცულად იგრძნოს. ამ პროცესში ლაბორატორიის ყველა პროფესიონალია ჩართული,“ - განმარტა ელენე მაჭავარიანმა.

„მეგალაბი“ როგორც JCI-ს, ისე სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების სტანდარტებთან შესაბამისობისთვის კვლევებს თანამედროვე აპარატურით ახორციელებს.

„მეგალაბი“ 2018 წელს გაიხსნა და ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მულტიპროფილური ლაბორატორიაა, სადაც ყოველდღიურად 3 000-ზე მეტ პაციენტს ემსახურებიან. ის აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს, რაც პაციენტებს ერთ სივრცეში ყველა საჭირო ანალიზის ჩატარების საშუალებას აძლევს. სიზუსტე, შესრულების დრო და პროფესიონალი კადრები - ეს ის სამი მახასიათებელია, რითაც „მეგალაბმა“ თითქმის 4-წლიანი მუშაობის შედეგად თავი დაიმკვიდრა.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა