გიგი უგულავა - ჩვენ ყველა კვლევა უნდა მივიღოთ, როგორც სარკე, ჩავხედოთ ამ სარკეს და რაც არ უნდა მწარე იყოს, საზოგადოებაზე ტვირთი არ უნდა გადავიტანოთ

ჩვენ ყველა კვლევა უნდა მივიღოთ, როგორც სარკე, ჩავხედოთ ამ სარკეს და რაც არ უნდა მწარე იყოს, საზოგადოებაზე ტვირთი არ უნდა გადავიტანოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლევებიდან სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და სწორი დასკვნა არის, რომ "ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს".

"ოპოზიციას და საზოგადოების გაყოფა არასწორია. ოპოზიციაში არის პრობლემები. სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა იმიტომ, რომ როდესაც ერთ ადგილზე ტრიალებ, საზოგადოება როცა აპათიაშია და სამწუხაროდ, ამ კვლევებმა ეს დაგვანახა, ბუნებრივია, ეს განწყობილება ყველას მიმართ აისახება. ხელისუფლება აღარ უნდათ, ოპოზიციისგან მეტ აქტიურობას მოითხოვენ. ჩვენ ყველა კვლევა უნდა მივიღოთ, როგორც სარკე, ჩავხედოთ ამ სარკეს და რაც არ უნდა მწარე იყოს, საზოგადოებაზე ტვირთი არ უნდა გადავიტანოთ, არამედ გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და სწორი დასკვნა არის, რომ ამ წუთას ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, იმიტომ, რომ სიტუაცია ძალიან განსხვავებულია. დღეს პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება იყოფა შემდეგნაირად: ვიღაცები არიან რუსების მხარეს და ვიღაცები არიან მზად, რომ ებრძოლონ რუსებს და სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ის ადამიანები, ვინც მზად არის, რომ ქვეყანა დაიცვას არ არის ბევრი და ამიტომ ყველა ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ," - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ კომენტარი გააკეთა ასევე, სასამართლო დარბაზიდან მის გაძევებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროკურორი შესავალ სიტყვაში "ჭორაობდა".

"ბატონი პროკურორი შესავალ სიტყვაში პირდაპირი მნიშვნელობით ჭორაობდა," - აღნიშნა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო