ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი პირის მოთხოვნით, მძევლებმა სამართალდამცველებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა პირმა მძევლებს სამართალდამცველებისთვის ათქმევინა, რომ ტერიტორია დატოვონ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში თავდამსხმელმა ერთ-ერთი მძევალი შენობის კართან მიიყვანა, რომელმაც სამართალდამცველებს მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ. როგორც ვიდეოკადრებში მძევლები აცხადებენ, პოლიციელების დანახვისას თავდამსხმელი მათ ცუდად ექცევა.

„წადით, თქვენ რომ გხედავთ, ცუდად გვექცევა, წადით, ცუდად გვექცევიან და ერთი კოლოფი სიგარეტი მოგვიტანეთ თუ შეიძლება“,-აცხადებს ვიდეოში ერთ-ერთი მძევალი.

ცნობისთვის, შეირაღებული პირი ბანკში დაახლოებით 3 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. მის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება. ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ