ანრი ოხანაშვილი - სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია

სამართალდამცავ ორგანოებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში პირის შეჭრას გამოეხმაურა, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, როცა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, მედიის კითხვები კრიმინოგენური ვითარების თაობაზე, არასერიოზულია.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, შსს და ყველა შესაბამისი უწყება მობილიზებულია. იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ იქნებიან და შესაბამის პირსაც დააკავებენ. შესაძლებლობა უნდა მივცეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს ყველამ, განსაკუთრებით მედიამ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ დასრულდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს ოპერაცია. ჩვენ ყველა უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ მოქალაქეები უსაფრთხოდ გამოვიდნენ, როცა დასრულდება ყველაფერი, ეს შეკითხვები დასვით, უფლება გაქვთ დასვათ, უბრალოდ არასერიოზულია, როცა მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ახლა თქვენ აქ შეკითხვები დასვათ ზოგადად კრიმინოგენურ ვითარებაზე და მე ამაზე გიპასუხოთ სტატისტიკებით, არ შეიძლება, ახლა უპირველესია ამ ადამიანების უსაფრთხოება", - განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელიც არსებული ინფორმაციით, 2 მილიონ დოლარს, რუსულ დროშას, ანკესს და ვერტმფრენს მოითხოვს. არსებული ინფორმაციით, შეჭრილი პირი მძევლებს ეუბნება, რომ სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს დამაგრებული და სახიფათო იქნება იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო