ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე - გვახსოვს განცხადებები, რომ დასასვენებლად არ მიდიოდნენ და შრომაში და ჯაფაში იყვნენ, რა „შრომაში და ჯაფაში“ იყვნენ ფაქტია - დაანონსებული კანონპროექტების კასკადი ჩვენ ვერ ვიხილეთ

გვახსოვს განცხადებები, რომ დასასვენებლად არ მიდიოდნენ და შრომაში და ჯაფაში იყვნენ, რა „შრომაში და ჯაფაში" იყვნენ ფაქტია - ერთი კანონპროექტი ვერ წარმოადგინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ალტერნატიულ კანონპროექტებზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი შეფასებით, მათი ინტერესები მოქალაქეებზე ორიენტირებული არ არის.

"ოპოზიცია კამერების წინ გიანონსებდათ თქვენ და საზოგადოებას, რომ მუშაობდნენ და გვახსოვს განცხადებები, რომ დასასვენებლად არ მიდიოდნენ და შრომაში და ჯაფაში იყვნენ. რა შრომაში და ჯაფაში იყვნენ ფაქტია - ერთი კანონპროექტი ვერ წარმოადგინეს. ეს არის სიტყვების ნაყვა, ცარიელი, უშინაარსო განცხადებები და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს ჩვენი მოქალაქის ინტერესის აღქმის განცდა. მათთვის ჩვენი მოქალაქე არ არის ინტერესის საგანი, ჩვენი ქვეყნის უპირველესი ინტერესები რა არის, არ არის მნიშვნელოვანი. როცა ისინი კარგავენ სამშობლოს განცდას და იმას, თუ რა არის მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული და თავის ქვეყნის მოქალაქეზე ორიენტირებული არ არის, იქ არის ცარიელი, უშინაარსო, უსაგნო განცხადებები. ფაქტია, რომ დღეს დაანონსებული კანონპროექტების კასკადი ჩვენ ვერ ვიხილეთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო