პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარეები აირჩია

პარლამენტმა სამი კომიტეტის ახალი თავმჯდომარეები აირჩია.

დღეიდან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს - კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს - ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანდაცვის კომიტეტს ზაზა ლომინაძე უხელმძღვანელებენ.

მათი არჩევა უმრავლესობის მხარდაჭერით მოხდა.

აღნიშნული კომიტეტების ხელმძღვანელების თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე “საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის“ არგუმენტით ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ. მათ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საპარლამენტო პოსტების დატოვებაც მოუხდათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო