გიგა ბოკერია - თუ კი დანაშაულების წახალისების რაიმე ფაქტორი არსებობს, ეს რეჟიმის მხრიდან წინა შემთხვევის წარმატებად გამოცხადებაა

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ ტიპის დანაშაული ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, დალაგებულ ქვეყნებშიც და ასეთ ვითარებაში ყველასგან აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ვუსურვოთ ყველა მძევალს მშვიდობიანი გათავისუფლება, მაგრამ ამასთან ერთად დამნაშავის დასჯაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ კი რამე ფაქტორი არის ამ ტიპის დანაშაულების წახალისების ამ რეჟიმის მხრიდან წინა შემთხვევის წარმატებად გამოცხადებაა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ განხორციელებულ თავდასხმას.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ხელისუფლებამ ბადრი ესებუას მიერ ბანკის ძარცვა ისე, რომ მძევლები არ დაშავებულან, წარმატებად გამოაცხადა, რაც გარკვეული გზავნილი იყო ყველა შემდგომი კრიმინალისთვის.

„ესებუას ამბავი, თუ გახსოვთ სამთავრობო პროპაგანდამ მონათლა წარმატებად, მხოლოდ იმიტომ რომ მძევლები განთავისუფლდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე აღებულად ძალიან მნიშვნელოვანია, ოღონდ ფაქტი, რომ ამ ყველაფრის შედეგად კრიმინალმა წარმატებას მიაღწია, არ შეიძლება რეჟიმის მხრიდან განხილულიყო, როგორ წარმატებული ინფორმაცია.

თუ ასეთი გზავნილი აქვს იმას, ვისაც აქვს ძალაუფლება, რომ პლუსად ჩაითვლის და დაკმაყოფილდება იმით, რომ კრიმინალმა საფრთხის შექმნით მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის მიიტაცა სხვისი ქონება, ეს არის გზავნილი ყველა შემდგომი კრიმინალისთვის, რომ ამ რეჟიმს ასეთი მოდუსი აქვს, კმაყოფილდება იმით, რომ უბრალოდ არ შეექმნა იმწამიერი პრობლემა მსხვერპლის არ დაშვებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!