სალომე სამადაშვილი - ოპოზიციამ მრავალჯერ თქვა, რომ ყველა ინიციატივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას მხარს დავუჭერთ - დასავლელი პარტნიორებისთვისაც გასაგებია პოზიცია

„ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ყველა ინიციატივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, მხარს დაუჭერს. ამის შესახებ სამადაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, დეპოლარიზაციის გზა გადის იმ შეთანხმებაზე [შარლ მიშელის ხელშეკრულება], საიდანაც გავიდა ერთადერთი პოლიტიკური ძალა - „ქართულ ოცნება“.

„ოპოზიციამ მრავალჯერ თქვა, რომ ყველა ინიციატივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას ჩვენ მხარს დავუჭერთ. დასავლელი პარტნიორებისთვისაც გასაგებია ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენი ხმა ექნება ყველა ინიციატივას, რაც უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას.

რაც შეეხება დეპოლარიზაციას, დეპოლარიზაციის გზა გადის იმ შეთანხმებაზე, საიდანაც გავიდა ერთადერთი პოლიტიკური ძალა და ამ პოლიტიკურ ძალას ჰქვია „ქართული ოცნება“, ანუ ქვეყანაში ვინ აღრმავებს პოლარიზაციას?! - „ქართული ოცნება“.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაზეც საუბარი გვქონდა ეს არის მასმედიის მდგომარეობა, დამოუკიდებელი მედიის გამოწვევები ქვეყანაში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო