ჯეიკ სალივანი - აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლის ანექსირებასაც ცდილობს

აშშ არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიებზე, რომლის ანექსირებასაც ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც ჩვენ ვაფრთხილებდით ბოლოო თვეების განავლობაში, როგორც ჩანს, რუსეთი ემზადება ფსევდორეფერენდუმების ჩასატარებლად უკრაინის ტერიტორიაზე”, - განაცხადა სალივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ “რეფერენდუმები” სავსე იქნება მანიპულაციებით და რუსეთი, ახლა თუ მომავალში, შეეცდება მათ ტერიტორიების ანექსიის საბაბად გამოყენებას.

სალივანის თქმით, “რეფერენდუმები” არ მისცემს რუსეთს უპირატესობას უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდასთან.

“ზუსტად პირიქით: ეს არის ქვეყნის ქმედება, რომელმაც წარუმატებლობები განიცადა - სამხედრო და დიპლომატიური”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები