ბადრი ჯაფარიძე - როგორ შეიძლება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კობახიძეს თავისი პრინციპით აქვს შექმნილი, რაიმე სიკეთეს ემსახურებოდეს - თავად კობახიძეს არავინ აღიქვამს სერიოზულად, მათ შორის, ევროპარლამენტში

როგორ შეიძლება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კობახიძეს თავისი პრინციპით აქვს შექმნილი, რაიმე სიკეთეს ემსახურებოდეს - თვითონ კობახიძეს არავინ აღიქვამს სერიოზულად, მათ შორის, არც ევროპარლამენტში, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები მისთვის არასასურველი დეპუტატების, ან არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჩაგრად გამოეყენებინა.

„პარლამენტიდან გამომაძევა „ქართულმა ოცნებამ“, ყველაფერი ნათელია. მტრულად განწყობილი, დესტრუქციული, რადიკალური ძალა არის დღეს ხელისუფლებაში, ამიტომ ჩვენ ამას ვპასუხობთ იმით, რომ ზაფხულში სამოქალაქო სექტორთან ერთად ვიმუშავეთ, შევჯერდით პოზიციებზე ყველა პუნქტთან დაკავშირებით.

კობახიძის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი არ ემსახურებოდა არც დეპოლარიზაციას და არც კონსენსუსის მიღწევას, ხომ ნახეთ გამოაძევეს არასამთავრობო ორგანიზაციები უხეშად. როგორ შეიძლება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კობახიძეს თავისი პრინციპით აქვს შექმნილი, რაიმე სიკეთეს ემსახურებოდეს. „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ სწორედ სამუშაო ჯგუფები გამოეყენებინა მისთვის არასასურველი დეპუტატების, ან არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჩაგრად, გასაძევებლად, ამიტომ არ მიიღო მონაწილეობა ოპოზიციის ნაწილმა. დესტრუქციულობა არის სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა ფეხის ნაბიჯზე.

ოპოზიცია იქცევა სრულად პასუხისმგებლიანად, როდესაც პარლამენტში შემუშავებულია ყველა პუნქტთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებასთან და ევროკავშირის მოთხოვნებთან სრულ შესატყვისობაშია.

საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების მუშაობის რეგლამენტი ოპოზიციასთან არავის შეუთანხმებია, „ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივად გამოაცხადა, მათთვის სასურველი ფორმატით, რომ ოპოზიცია დეკორაციისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა