ემანუელ მაკრონი - დღეს უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - ომი ან მშვიდობა - ისინი, ვინც ახლა დუმან, ცდებიან და თანამონაწილე არიან ახალი იმპერიალიზმის შექმნის პროცესის

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ, მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ მარტივი არჩევანი - ომი, ან მშვიდობა. რასაც ჩვენ ვხედავთ იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომი ძირს უთხრის გაერო-ს პრინციპებს, ერთადერთ შესაძლო მსოფლიო წესრიგს და მშვიდობას. ამის გათვალისწინებით, მაკრონმა განაცხადა, რომ ის ჩართული იყო და გააგრძელებს დიალოგს მოსკოვთან, „რადგან მხოლოდ ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია ვიპოვოთ მშვიდობა“.

მაკრონმა გააკრიტიკა იმ ქვეყნების პოზიცია, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნეიტრალურობას ინარჩუნებენ.

„ისინი ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ. ისინი, ვინც დღეს დუმან, ერთგვარად, თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ეს არ არის არჩევანის გაკეთება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ან ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, რადგან ომის შემდეგ არსებობს მსოფლიოს გაყოფის რისკი. საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გენერალური ასამბლეის წევრებსა და უშიშროების საბჭოს, რომ მხარი დაუჭირონ „ყველაზე ძვირფას საერთო სიკეთეს - მშვიდობას“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია