„არქიმ“ არქელებისთვის მორიგი საზეიმო ღონისძიება გამართა

„არქიმ“ სპეციალურად არქელებისთვის მეორე საზეიმო ღონისძიება „ანდერვილში“ გამართა, სადაც 1500-მდე მაცხოვრებლისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და კონცერტი მოეწყო. საღამოს წამყვანი არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე იყო, მუსიკალურ გაფორმებაზე კი ლელა წურწუმია და ბენდი ნონ სტოპი ზრუნავდნენ.

ღონისძიებაზე არქის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლის პირველად ნახვის შესაძლებლობაც სწორედ ღონისძიებაზე შეკრებილ არქელებს ჰქონდათ. მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრებს ბარბექიუთი და ფურშეტით უმასპინძლდებოდნენ, დასასრულს კი ფოიერვერკის ფონზე სადღესასწაულო ტორტიც დაიჭრა.

„დღეს სხვადასხვა უბნის წარმომადგენელი არქელები მოვიწვიეთ, რათა გავაცნოთ ერთმანეთს და მაქსიმალურად კარგი გარემო შევქმნათ. ეს არის ზუსტად იმ მთავარი იდეის გამოვლინება, რომ არქი ერთი დიდი ოჯახია“, - აცხადებს არქის დამფუძნებელი, ილია წულაია.

„არქი“ მომხმარებელთან ბინის შეძენის შემდეგაც აგრძელებს ურთიერთობას, მართავს სხვადასხვა ღონისძიებას და აქტივობას, რადგან კომპანიისთვის პრიორიტეტულია არქელების კმაყოფილება, მათი ერთმანეთთან დაახლოება და არქის დიდ ოჯახში მეგობრული, სასიამოვნო გარემოს შექმნა.

„ჩვენს დიდ ოჯახში უკვე 25 000-ზე მეტი წევრია. თითოეულ არქელს მადლობას ვუხდით არქის არჩევისთვის და ნდობის გამოცხადებისთვის. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მათ არქიში ოჯახური გარემო შევუქმნათ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.

არქელების პირველი საზეიმო ღონისძიება ივნისში გაიმართა, მას ექვსასზე მეტი არქელი დაესწრო. საღამოს მუსიკალურად დათო გომართელთან ერთად ანსამბლი შვიდკაცა აფორმებდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი ღონისძიება ეტაპობრივად არქის ყველა პროექტის მაცხოვრებლებისთვის გაიმართება.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა