„მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ . ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

საკანონმდებლო პაკეტი, პლენარულ სხდომაზე, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარადგინა. დავით გაბაიძემ, მცირედი განმარტების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრებს, წამყვან კომიტეტსა და აპარატის თანამშრომლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

„საკანონმდებლო პაკეტი მაჭახელას ხეობის ბიომრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მისი მიღებით, საქართველოს პარლამენტმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უახლოეს მომავალში ისტორიული ხეობისა და მისი მცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან: საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP),“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი