რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია იგეგმება

მოძრაობა „ვესნა“ რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის გაპროტესტების მიზნით აქციის გამართვისკენ მოუწოდებს.

მათი თქმით, ხელისუფლება ათასობით რუსი მამაკაცის „ომის ხორცსაკეპ მანქანაში“ ჩაყრას გეგმავს.

„ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს მამაკაცს - ჩვენს მამებს, ძმებსა და ქმრებს - ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაყრიან. რისთვის დაიღუპებიან? რატომ დაიღვრება დედებისა და შვილების ცრემლები? პუტინის სასახლისთვის?“- აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობის აქტივისტები რუსეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში 21 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე შეიკრიბონ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა