ირაკლი კობახიძე - გიგაურის განცხადება იყო სამარცხვინო, ამით მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არის არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოქმედებს საქართველოში

არის ორი გამოკვეთილი ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ გამოდის პოლიტიკური რიტორიკით, შესულია პოლიტიკაში, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კითხვას, თუ როგორ შეაფასებს ეკა გიგაურის განცხადებას, რომ სიღარიბე არის ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც ხელისუფლებას შეუძლია გავლენა მოახდინოს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე.

კობახიძის შეფასებით, აღნიშნული განცხადება „რეალობას აცდენილი და სამარცხვინოა“.

„გიგაურის აღარც გვიკვირს. ისინი პირდაპირ სცენაზე იდგნენ, მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდნენ. ეს ორგანიზაცია თავიდან ბოლომდე პოლიტიკაში არის შესული და გიგაურის განცხადება ამის გამოვლინება იყო. რაც მან თქვა, აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. ეს განცხადება იყო სამარცხვინო. ამით მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არის არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოქმედებს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო