კახა კალაძე ეკა გიგაურის განცხადებაზე - არ ვიცი, რა შეფასება უნდა გავაკეთო ამ სისულელეზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკოსების მსგავს განცხადებებს აკეთებენ და მათ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან კავშირი არ აქვთ. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარის, ეკა გიგაურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ცდილობს ხალხი სიღარიბეში ამყოფოს, რადგან მანიპულირება ამ გზით მარტივია, კალაძე პასუხობს, რომ არ იცის ამ "სისულელეზე" რა შეფასება გააკეთოს.

"არ ვიცი რა დავარქვა ამ განცხადებას. შემდეგ როდესაც საზოგადოებას მათ მიმართ აქვთ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება, ამ ადამიანებს უკვირთ. ამ ადამიანებს უკვირთ, როდესაც მმართველი პარტია შეფასებებს აკეთებს და ამ ადამიანებს მოიხსენიებს, როგორც პოლიტიკოსებად. მათ არანაირი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ აქვთ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით რას წარმოადგენს შინაარსობრივად არასამთავრობო ორგანიზაცია,რას უნდა აკეთებდეს, რითი უნდა იყოს დაკავებული. ეს განცხადებები არის ჩვეულებრივი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებისმაგვარი შინაარსობრივად. შესაბამისად, არ ვიცი რა შეფასება უნდა გავაკეთო ამ სისულელეზე, რასაც ეს ადამიანი ამბობს ამ განცხადების სახით," - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე "ქართული ოცნებიდან" წასული ოთხეულის განცხადებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, რომ მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს პასუხები გაეცეს.

"ძალიან ბევრი განცხადება იქნა ამ ადამიანების მხრიდან გაკეთებული. ის კითხვები, რომელიც იქნა დასმული მათი მხრიდან, მე ძალიან გამიხარდებოდა თუ ამას ყველაფერს შესაბამისი პასუხი მოყვებოდა. ისინი ჩვეულებრივი დეპუტატები არიან და ძალიან კარგი იქნება, რომ ყველანაირი კითხვის ნიშანი გაქრეს და ამას მოჰყვეს პასუხი," - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო