ქუთაისში მომხმარებლებს ტერაბანკის ახალი სერვისდესკი მოემსახურება

საქართველოს მასშტაბით ტერაბანკის ფილიალების ქსელის გაფართოება გრძელდება. კიდევ ერთი ახალი სერვისდესკი ამჯერად ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის N44-ში გაიხსნა.

სერვისდესკის მომხმარებლები სრულ საბანკო სერვისს მიიღებენ. მათ აქ ინოვაციური, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების მრავალფეროვანი არჩევანი, მყუდრო გარემო, გამორჩეული სივრცე, თანამედროვე ინტერიერი, მეგობრული და უშუალო პერსონალი დახვდებათ.

„თანამედროვე საბანკო მომსახურება გაციფრულებისა და დისტანციური სერვისების განვითარების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მომხმარებლების არცთუ მცირე ნაწილისთვის კვლავაც ფილიალებში ვიზიტია კომფორტული. სწორედ ამიტომ, ტერაბანკისთვის ამ ქსელის გაფართოება, ჩვენი სერვისებით სარგებლობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა პრიორიტეტად რჩება და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებენ ტერაბანკში.

ახალი სერვისდესკი ქუთაისში უკვე ტერაბანკის მეორე ფილიალია. აქ 7 თანამშრომელია დასაქმებული, სერვისდესკი მომხმარებლებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს კი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე მიიღებს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა