საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ - ახალ სასწავლო წელს ღონისძიებით აღნიშნავს

სოციალური პასუხისმგებლობა, „სმარტ კაპიტალ ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ჯგუფის და მისი ფონდების მიერ, უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტი ხორციელდება.

სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია–რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდიაი ია 2016 წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა და მეცენატმა ვანო ჩხარტიშვილმა მეუღლესთან, - ნანა გოთუასთან, ერთად დააფუძნა. ფონდის მიზანია მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის სისტემის შექმნის, საგანმანათლებლო და კვლევით რესურსებზე წვდომის უზრუნველყოფის გზით სმენადაქვეითებულ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ გუნდმა პატარა ბენეფიციარებს 5 წლიანი რეაბილიტაციის დასრულება მიულოცა და ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავი ღონისძიება გამართა. დაჯილდოვების ცერემონიაზე საჩუქრები გადაეცათ ფონდის ახალბედა ბავშვებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს.

ღონისძიებას ფონდის გუნდის წევრები, მშობლები და სმარტ კაპიტალ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩხარტიშვილი დაესწრნენ.

ჩემთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელსაც აი იას გუნდი, ბავშვები და მათი მშობლები ყოველდღიურად ერთმანეთის გვერდში დგომით და უდიდესი შრომით აღწევენ, მოხარული ვარ, რომ ჩემი ოჯახის ინიციატივით ვარ ამ მნიშვნელოვანი საქმის გულშემატკივარი და თანამონაწილე“, - მიხეილ ჩხარტიშვილი.

წარმატება ფონდს და მის გუნდს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა