გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით, 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, მოვლაზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები და შშმ პირები არიან.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა, მათი პერსონალური მოვლა, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება, ადვოკატირება - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის გორის ორგანიზაცია პროექტის მოსარგებლეებისათვის ახორციელებს.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს