Politico - ევროკომისია რამდენიმე დღეში დაიწყებს კონსულტაციებს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტზე

ევროკომისია რამდენიმე დღეში დაიწყებს კონსულტაციებს ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან ახალი სანქციების პაკეტზე. ამის შესახებ Politico იუწყება.

„დიპლომატები ელიან რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის გეგმის განხილვას, რომელიც ახლა დიდ შვიდეულში განიხილება“, - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც მედია წერს, ამჟამად აშშ ახორციელებს ზეწოლას ევროკავშირზე, რათა მიაღწიოს პროგრესს ნავთობის ფასების შეზღუდვაში, სანამ დეკემბერში ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა ამოქმედდება.

ევროკავშირის დიპლომატების თქმით, კონსულტაციები რამდენიმე დღეში დაიწყება. პოტენციურ შეზღუდვებს შორის, რომლებიც შეიძლება განიხილებოდეს, არის პირთა დამატებითი სიები, რუსული ბრილიანტებისა და სხვა ფუფუნების საგნების იმპორტის აკრძალვა.

„ევროკომისია ახლა ახალ ღონისძიებებს ამზადებს და პარასკევს ევროკავშირის ელჩებთან ერთად წინადადებებს განიხილავს“, - განაცხადეს დიპლომატებმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები რუსული გადახდის სისტემის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავენ.

ევროკავშირმა ასევე გაახანგრძლივა ინდივიდუალური ანტირუსული სანქციები კიდევ ექვსი თვის ვადით.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო