ზემო აჭარაში პარალეგალების მონაწილეობით შეხვედრები ჩატარდა

იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, 19 სექტემბერს ხულოსა და შუახევში, ხოლო 20 სექტემბერს ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში, პროექტ "პარალეგალების" (არაიურისტი პირები, რომლებიც სპეციალურად გადამზადებული არიან სხვადასხვა სამართლებრივ საკითხში და შეუძლიათ პირველადი სამართლებრივი დახმარების გაწევა) პრეზენტაცია ჩატარდა. ინფორმაციას ამის შესახებ იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამსახურის თანამშრომლებმა, პარალეგალებთან და ამერიკელ სტუმრებთან - მოსამართლე, ჯეიმს რედვაინთან, ექსპერტ ალან დალთან და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინშტაინთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

„პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, დავით სიმონიამ წარადგინა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მონაწილეებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მიესალმა.

გახსნის შემდგომ პარალეგალებმა მოსახლეობისათვის ქალთა უფლებებისა და ტრეფიკინგის საკითხებზე პრეზენტაცია წარადგინეს. პროექტ "პარალეგალის" განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრის დასასრულს, სამსახურის იურისტებმა მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხებზე ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწიეს. დამსწრეთა შორის იყვნენ პირები, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მისაღებად სოფლებიდან ჩამოვიდნენ. შეხვედრების ფარგლებში ხდება ასევე რეგიონებისათვის აქტუალურ საკითხებზე და საჭიროებებზე ინფორმაციის შეგროვება, რასთან დაკავშირებითაც სამსახური შემდგომ კონსულტაციებს სხვადასხვა უწყებებთან და საქართველოს პარლამენტთან გამართავს. ასევე დარეგისტრირდნენ "პარალეგალობის" მსურველი პირები.

იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს