Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად, BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამა შეიქმნა

BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამა შეიქმნა. ის Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლას ისახავს მიზნად. Ios დეველოპმენტის საფუძვლებისა და პროგრამული ენა Swift-ის კურსი BTU-ს ლაბორატორიაში შერჩეული ბენეფიციარებისთვის ჩატარდება. პირველი ჯგუფისთვის კურსი BTU-ს მიერ სრული დაფინანსებით ჩატარდება უნივერსიტეტში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS ლაბორატორიაში. დამწყები კანდიდატებისთვის, Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა ამოქმედდება, რომელიც ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლის Swift პროგრამირების საფუძვლებს.

Apple-ის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, რესურსები, ინტერაქტიური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია 10 დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართათვის ხდება ხელმისაწვდომი. კურსი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში ბენეფიციარები შესწავლიან არა მხოლოდ პროგრამირებას, არამედ კანდიდატები Swift-ის მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მოემზადებიან.

Swift პროგრამული ენაა, რომლის გამოყენებით იქმნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციები iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple TV-ის და Apple Watch-ისათვის.

ლაბის ფარგლებში გადამზადებულმა კანდიდატება უკვე შეისწავლეს Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა, Swift პროგრამირების ენა, iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა, აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება და აპლიკაციის App Store-ზე განთავსების მეთოდები. აღნიშნული გადამზადებული კანდიდატები ბავშვების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან.

Swift პროგრამირების საფუძვლების კურსი 2022 წლის ოქტომბერში ამოქმედდება.

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა