Hotsale.ge-მ ვებგვერდზე განთავსებულ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების მონიტორინგი დაიწყო

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობის გამართლება, ამიტომ კომპანია ხარისხის კონტროლის ახალ ეტაპს იწყებს - ჩვენი წარმომადგენლები პარტნიორ კვების ობიექტებში ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების შემოწმების აქტიურ რეჟიმზე გადავიდნენ.

დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თავდაპირველად, ობიექტს გაფრთხილება და გამოსწორების ვადა მიეცემა, მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში კი Hotsale.ge მასთან პარტნიორულ ურთიერთობას გაწყვეტს,“ - აცხადებს Hotsale.ge-ის ხარისხის მართვის ხელმძღვანელი ლანა წურწუმია.

Hotsale.ge დანაზოგების ყველაზე დიდი პლათფორმაა საქართველოში, რომელიც ბაზარზე უკვე 11 წელია პოზიციონირებს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. მას 10 000 მდე პარტნიორი ბიზნესი და 300 0000 -ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

ჩვენთვის მომხმარებელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ შევქმენით ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც თავდაპირველად ვებ-გვერდზე განთავსებული სერვისების სრულყოფილად შესრულებას უწევდა მონიტორინგს, პერიოდულად კი მისი საქმიანობა გაფართოვდა და მათ შორის უკვე კვების ობიექტების სანიტარული ნორმების შემოწმებასაც მოიცავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, Hotsale.ge-ის მომხმარებელი უმაღლესი ხარისხის სერვისს იღებდეს,“ - განმარტა Hotsale.ge-ის ბრენდის განვითარების ხელმძღვანელმა ლანა ცხადაძემ.

ამჟამად Hotsale.ge-ზე განთავსებულია 150-ზე მეტი კვების ობიექტი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც მომხმარებლებს სასიამოვნო გარემოსა და უგემრიელეს კერძებს სთავაზობენ, რაც მთავარია - მნიშვნელოვანი დანაზოგით.

Hotsale.ge 11 წელია, ქართულ ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. დღეის მონაცემებით მას 10 000 პარტნიორი კომპანია და 300 000 ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, როგორც ჰოთსეილში განმარტავენ, კომპანიის და პარტნიორი ბიზნესების წარმატებაში სწორედ ეს მომხმარებლები ასრულებენ გადამწყვეტ როლს, ამიტომაც ჰოთსეილი ორიენტირებულია მათთვის მაქსიმალურად ხარისხიანი სერვისის შეთავაზებასა და მუდმივი სიახლეების დანერგვაზე.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა