iPhone 14 უკვე ელიტ ელექტრონიქსში

დადგა დღე, რომელსაც წლიდან წლამდე სულმოუთქმელად ელოდებით, ელიტ ელექტრონიქსში ახალი iPhone 14 სერიის, უახლესი Apple watch8-ის შეძენა 23 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელია.

Apple-მა 7 სექტემბერს ახალი iPhone 14, Apple Watch8 და Airpods pro2 წარუდგინა, რომელსაც საზოგადოებისგან დიდი გამოხმაურება მოყვა.

პრეზენტაციის მთავარი ფიგურანტი ახალი ფლაგმანები იყო, რომელიც დიდი სიახლეებით წარსდგა მააყურებლის წინაშე.

iPhone 14 | iPhone 14 Plus

iPhone 14-ში მინი სერია ჩანაცვლდა უფრო დიდი ზომის Plus მოდელით, შესაბამისად გვაქვს სტანდარტული ზომის 6.1 ინჩიანი iPhone 14 და გაზრდილი 6.7 ინჩიანი iPhone 14 Plus-ი.

წინა წლის iPhone 13-ებთან შედარებით რადიკალური ცვლილებები არ გვაქვს, თუმცა დიდი განახლებები კამერებშია. მთავარი კამერა ბევრად უფრო მგრძნობიარე გახდა ვიდრე ადრე იყო, შესაბამისად 2.5-ჯერ გაუმჯობესდა ღამე გადაღების ხარისხი. რაც შეეხება ვიდეოს, კინომატოგრაფიულ რეჟიმს 4K გადაღებასთან ერთად დაემატა ახალი Action რეჟიმი, რომელიც აქსელერომეტრისა და გიროსკოპის დახმარებით სუპერ სტაბილიზაციას გვთავაზობს სტაბილიზატორის გარეშე.

iPhone 14 Plus-ში ყველაზე დიდი ხანგრძლივობის ელემენტია ვიდრე ნებისმიერ სხვა iPhone-ში და მისი მუშაობის ხანგრძლივობა 26 საათს შეადგენს.

ახალი iPhone 14 წარმოდგენილია 5 ფერში: Midnight, Starlight, RED, Blue, Purple.

iPhone 14 Pro | iPhone 14 Pro Max

ყველაზე თვალისმომჭრელი სიახლე, რაც iPhone 14 Pro სერიებში გვხვდება არის დინამიური კუნძული, რომელიც ზომას და ფორმას იცვლის მუშაობის პროცესში .

Pro და Pro Max მოდელებს ახალი დისპლეები აქვს, რომლებიც უფრო ნათელი და მკაფიოა, ვიდრე წინა მოდელები. ამასთან, მოდელები აღჭურვილია Apple A16 ჩიპით, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტურობაზე, ეკრანზე და კამერის მუშაობაზე.

iPhone 14 Pro მოდელების მთავარი კამერა უკვე 48-მეგაპიქსელიანი გახდა.

გაუმჯობესდა ტელეფოტო და ულტრა ფართო კუთხოვანი კამერებიც, რომლებიც დაბალ განათებაში ორჯერ უფრო მეტ შუქს აღიქვამენ. ასევე, არის 12MP 2x ტელეფოტო ობიექტივი და ახალი 12MP ულტრა ფართო კუთხის კამერა. კინემატოგრაფიულ რეჟიმში აქაც დაემატა 4K გადაღება, შესაბამისად ვიდეო გადაღბის ხარისხიც წინა მოდელებთან შედარებით საკმაოდ გაუმჯობესებულია. ამრიგად, ახალი iPhone-ით ბევრად უფრო ადვილია პროფესიონალური ხარისხის ფოტო და ვიდეოს გადაღება.

ახალი iPhone 14 pro სერია ხელმისაწვდომია 4 ფერში : Deep Purple, Space Black, Silver, Gold.

რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ახალი iPhone-ს განახლებასა და მახასიათებლებზე, ჯობს თავად გამოსცადოთ მისი წარმოუდგენელი შესაძლებლობები. გვეწვიეთ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით, ან შეიძინეთ ონლაინ ee.ge-ზე და გახდით ერთ-ერთი პირველი iPhone 14 სერიის მფლობელები.

ელიტ ელექტრონიქსი, Apple-ს ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა