ტიტე აროშიძე და ილია ვერძაძე ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას „Geoanesthesia-2022“ დაესწრნენ

ბათუმი ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციას „Geoanesthesia-2022-ს“ მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ “ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგთა კავშირის” მიერ ორგანიზებული კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე აღნიშნა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ კონფერენციას ტრადიციული სახე მიეცა და ის ყოველწლიურად იმართება.

„რომ არა მსგავსი კომუნიკაცია, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, რომელიც დაგროვდა ევროპასა და ზოგადად, წამყვან ქვეყნებში, ვერ შევძლებდით პანდემიასთან ბრძოლას,“ - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ილია ვერძაძის განცხადებით, ნებისმიერი გამოწვევა ადამიანის ჯანმრთელობაზე გადის, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. უმაღლესი საბჭოს წევრმა თავის მისასალმებელ სიტყვაში მედიკოსებს, პანდემიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და ფორუმის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

„Geoanesthesia-2022-ის“ მიმდინარეობისას, ქართველი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების, ტოქსიკოლოგებისა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტების გარდა, გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, და ა.შ. ჩამოსული სპიკერების მოხსენებებს მოისმენენ.

კონფერენციის მომზადებასა და მუშაობაში საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, საქართველოს, აჭარის მთავრობის, მედიცინის, განათლების და მეცნიერების წარმომადგენლები მონაწილეობენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა