საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა" გაიმართა

კახეთში, წინანდალში “რედისონ ქოლექშენი” 23 სექტემბერს „ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ მორიგი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი თემა „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ბირთვული მედიცინის მოწვეული პროფესორები იაპონიიდან, ბელგიიდან, ამერიკიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ეგვიპტიდან, თურქეთსა და საქართველოდან.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს კორპორაცია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და ქირურგიის ეროვნული ცენტრის დირექტორატის წევრებმა.

მოწვეულმა პროფესორებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები ონკოდაავადებების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

უცხოელ სტუმრებს შორის არიან 2016-2018 წლებში „ევროპის კიბოს ორგანიზაციის“ და ESTRO-ს პრეზიდენტი, ანტვერპენის საუნივერსიტეტო კლინიკა „IRIDIUM KANKERNETWERK”-ის რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგი, პროფესორი ფილიპ პორტმანსი.

შეგახსენებთ, პროფესორი ფილიპ პორტმანსი 23-24 სექტემბერს საქართველოს ესტუმრა და მონაწილეობა მიიღო ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მთავარი მისია მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის მკურნალობის მიწოდებაა! დროული, ზუსტი დიაგნოზის დასმით, ციფრული აპარატურის და კვალიფიციური ექიმების დახმარებით კიბოს დამარცხება შესაძლებელია.

კიბო არ არის განაჩენი!

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა