კარფური და მასტერქარდი „ერთად ბავშვებისთვის“

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებები და საჩუქრები მოუმზადა მომხმარებლებს.

17 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდათ - ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

გარდა განსაკუთრებული შეთავაზებებისა, კომპანია „კარფურისა“ და „მასტერქარდის“ ერთობლივი კამპანიის ფარგლებში - “ერთად ბავშვებისთვის“, „მასტერქარდით“ გადახდისას თანხის 1% განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასკოლო ნივთების შეძენას მოხმარდა. „კარფური“ და „მასტერქარდი“ ერთობლივად ეწვივნენ თბილისის 202-ე და 203-ე საჯარო სკოლებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს სასკოლო ნივთები დაურიგეს.

„კარფური“ და „მასტერქარდი“ კიდევ ბევრი საინტერესო კამპანიის ირგვლივ აგრძელებს თანამშრომლობასა და მეგობრობას.

„მასტერქარდი“ ტექნოლოგიური კომპანიაა გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში, რომელიც მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს მართავს. ის ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. „მასტერქარდის“ პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებული და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა