ბრალდებული დეტექტივის საქმის პროკურორის განცხადებით, ძველი თბილისის პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსმა დაკავებულის მიმართ მამხილებელი ჩვენება მისცა

ბრალდებული დეტექტივის, ერიკ წურწუმიას საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსმა, დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა დაკავებულის მიმართ მამხილებელი ჩვენება მისცა. პროკურორი ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებას კატეგორიულად გამორიცხავს.

"საბოლოოდ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა კვალიფიკაციით მოხდება პირის მსჯავრდება და მოხდება თუ არა. ყველა იმ მტკიცებულებით, რომლის გამოკვლევაც სასამართლოში მოხდა და მოხდება, ბრალდების მხარის პოზიცია ცალსახაა, რომ ეს იყო დანაშაული. დღევანდელ დღეს მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც უშუალოდ მისი თავლთახედვის არეში მოხდა. ცალსახად შემიძლია შევაფასო, რომ დღევანდელ დღეს, მოწმემ - პოლიციის თანამშრომელმა, რომლის წინაშეც განვითარდა კონკრეტული გარემოებები წყნეთში, ეს იყო მამხილებელი ჩვენება ბრალდებული პოლიციელის მიმართ. ცალსახად არ განვიხილავთ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას და არც დაცვის მხარეს მოუმართავას აღნიშნულით",- განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს