განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს

1-თვიანი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, „ვაკის საცურაო აუზი“ ახალ სეზონს სრულიად განახლებული და კეთილმოწყობილი შეხვდა.

განახლებები შეეხო სპორტული კომპლექსის ყველა სივრცეს:

სრულიად შეიცვალა გასახდელი და საშხაპე ოთახების იერსახე, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და მოწესრიგების პროცესი უფრო კომფორტული გახდა.

შეიცვალა აუზის დეტალები, განახლდა წყლის ფილტრაციის სისტემა და „ევრო 7“ სტანდარტის მქონე ოლიმპიური აუზი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა სტუმრებისთვის. ეს ერთადერთი აუზია საქართველოში, სადაც წყალი სუფთავდება ულტრაიისფერი სხივებით, ქლორის მინიმალური დამატებით. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, კანის ჯანმრთელობას და თმის სტრუქტურის შენარჩუნებას.

განახლდა ფიტნეს დარბაზის როგორც ინტერიერი, ისე - სპორტული დანადგარები. სივრცე სრულად აღიჭურვა Technogym-ის ბრენდის უმაღლესი კლასის, Artis-ის ხაზის ტრენაჟორებით, რომელიც საქართველოში მხოლოდ ვაკის საცურაო აუზზეა წარმოდგენილი. ეს არის 2022 წლის ინოვაციური, ჭკვიანი მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულ ვარჯიშს.

Artis-ის ხაზი კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშების უმაღლესი საფეხურია. ეს ულტრათანამედროვე ტრენაჟორები აგროვებს თითოეული მომხმარებლის მონაცემს და ქმნის მის გამოცდილებაზე დაფუძნებულ პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას, რომლის საშუალებითაც სასურველი შედეგი უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღწევა.

ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის „ვაკის საცურაო აუზი“ ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია - საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, დაივინგი, აერობიკა, აკვა აერობიკა, პილატესი, Body Slim, SLT, კრივი, სველი და მშრალი საუნები, ჯაკუზი, მასაჟი, სპა, ტერასა და კაფე, რომლის მენიუ დაკომპლექტებულია დაბალანსებული, ჯანსაღი კერძებით.

დაარსებიდან დღემდე, „ვაკის საცურაო აუზი“ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის სივრცეს და მომსახურებას სთავაზობს.

(R)

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება