ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ანკარის ბაშქენთის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ანკარის ბაშქენთის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბაშქენთის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრების დირექტორი ალი ჰაბერალი, უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ებრუ აივაზოღლუ სოი და უცხოელ პაციენტებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თურჰან ნამაზოვი ბსუ-ს რექტორს, პროფესორ მერაბ ხალვაშს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნიკა ჩხარტიშვილს, ფაკულტეტების დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. შეხვედრაზე სტუმრები უნივერსიტეტის ისტორიას, საგანმანათლებლო პროგრამებს, სტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნენ. მხარეებმა ასევე, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განსაზღვრეს.

აღსანიშნავია, რომ ანკარის ბაშქენთის უნივერსიტეტის ბაზაზე, ფუნქციონირებს არაერთი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო საავადმყოფო თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. მხარეთა შეთანხმებით, დაიგეგმა მემორანდუმის გაფორმება და ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, როგორც სამედიცინო, ასევე სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, გაცვლითი პროგრამების, კვლევებისა და პროექტების განხორციელება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო