ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დღეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარაში, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

„გახსნის ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, მერის მოადგილე, ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი - ლევან მენახშირიშვილი დაესწრნენ.

ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ.

სპორტული მოედანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა