აკაკი ბობოხიძე - როცა უგულავა გადაბარგდა მელიას შტაბში და მისი საარჩევნო პროცესების მართვა ჰქონდა ლამის ხელში აღებული, მაშინ თუ სასურველი იყო უგულავას და კეზერაშვილის ხაზი, ახლა რანაირად გახდა უსურველი

როცა უგულავა გადაბარგდა მელიას შტაბში და მისი საარჩევნო პროცესების მართვა ჰქონდა ლამის ხელში აღებული, მაშინ თუ სასურველი იყო უგულავას და კეზერაშვილის ხაზი, ახლა რანაირად გახდა უსურველი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ღირებულება არ აქვს.

„უბედურება ის არის, რომ „ევროპულ საქართველოში“ მოხდა ღირებულებებზე ვერ შეთანხმების გამო გაყოფა, ახლა მე სამწუხაროდ, ამას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ ვხედავ. შიდა პოლიტიკური გავლენებისთვის ბრძოლაა. მაშინ, როდესაც გიგი უგულავა გადაბარგდა მელიას შტაბში და მელიას საარჩევნო პროცესების მართვა ჰქონდა ლამის ხელში აღებული, მაშინ თუ სასურველი იყო უგულავას და კეზერაშვილის ხაზი, ახლა რანაირად გახდა უსურველი, მაგრამ იქ ღირებულებები საერთოდ გამქრალია.

კეზერაშვილი „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი იყო და არასდროს არ გვითქვამს, რომ ის ოლიგარქია და ბრალდების თითი არ გაგვიშვერია. „ევროპულ საქართველოს“ არასდროს არ ჰქონია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ რაიმე განსაკუთრებული უპირატესობა, მაგრამ იყო ასეთი ლეგენდები, რომ „ევროპული საქართველოსია“ ლამის ტელევიზია, რადგან ითვლებოდა, რომ კეზერაშვილი იყო ჩვენი მთავარი დამფინანსებელი, რაც არ არის მართალი. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან ბევრი შემომწირველისგან ფული, მაგრამ ფულს უკან არ მივაყოლებთ იმას, რომ ვინმეს ჭკუაზე ვიაროთ.

როგორც ჩანს, კეზერაშვილს და უგულავას აქვთ ახლო ურთიერთობები და როცა ნიკა მელიამ ჩათვალა, რომ კეზერაშვილი მის კონკურენტ ოპოზიციურ პარტიას „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებდა, მან გაილაშქრა კეზერაშვილის წინააღმდეგ და ბანდიტი უწოდა, ოღონდ, როცა გიგი უგულავას და კეზერაშვილის რესურსები მივიდა მელიასთან, პირიქით, გაიტრუნა. ახლა როგორც ჩანს ურთიერთობები დაეძაბათ, არ ვიცი რის გამო, დიდი პარტიაა ურთიერთბრძოლა მიდის ხმებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემი აზრით, არანაირი ღირებულება არ აქვს. როცა პოლიტიკურ პარტიებს არ აქვს ღირებულებები და მას ხმას ამომრჩეველი მაინც აძლევს, პოლიტიკოსებიც იცვლიან წარა-მარა ღირებულებებს და პოზიციას და ამომრჩეველსაც არ კარგავენ“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის