ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა

დღეს, კინოთეატრ "საქართველოში" ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი წელს მეორედ იმართება.

24-დან 29 სექტემბრამდე, ფესტივალის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ქართული და უცხოური ფილმების ნახვა.

გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში, მოეწყობა ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები და მასტერ-კლასები. ფესტივალის მთავარი პრიზია "ოქროს დინოზავრი".

"წელს მეორედ ტარდება ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ქუთაისი ქართული კინოს აკვანია და შემთხვევითი არაა, რომ სწორედ აქ დაფუძნდა ეს ფესტივალი.

კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება ამ ფესტივალზე და ორგანიზატორები ძალიან საინტერესო პროგრამას გვთავაზობენ.

29 სექტემბერს კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს და "ოქროს დინოზავრს" ახალი მფლობელი ეყოლება.

წარმატებულ, საინტერესო და მრავალფეროვან დღეებს ვუსურვებ ფესტივალის ყველა მონაწილეს!"-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. ფესტივალი მიხეილ კობახიძის ფილმით "ქორწილი" გაიხსნა. საფესტივალო ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად