ჩაქვში ორგანიზაცია “დაფიონის” წევრებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, სადაც რუსეთის დროშაა გამოფენილი აქცია გამართეს

დაბა ჩაქვში ორგანიზაცია “დაფიონის” წევრებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე რუსეთის დროშის გადმოფენა გააპროტესტეს.
როგორც შეკრებილებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და კანონში ცვლილებას ითხოვენ, რის მიხედვითაც საჯარო და კერძოს სივრცეში ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლოების გამოფენა აიკრძალება.
“მოვითხოვთ, კანონში ცვლილებები მოხდეს, დაახლოებით 40 წლის კაცი ცხოვრობს და პროვოკაციას ქმნის. ჩვენმა ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ ჩამოხსნა, თუმცა თქვენ ხედავთ ისევ აღუმართავს. სახლის მეპატრონე გამოვიდა დანით და გვემუქრებოდა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსული დროში აღმართვას არ ავიტანთ. ხვალ ეს ადამიანი იარაღით გამოვა ”,- აცხადებენ შეკრებილები.
ცნობისთვის, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ეროვნებით რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, იგი არაერთი პროტესტის მიუხედავად რუსეთის დროშას პერიოდულად ფანჯარაზე ფენს. თავად სახლის მეპატრონე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
























