თეთრ სახლში აცხადებენ, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, აშშ-სგან „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ "კატასტროფული" შედეგები მოჰყვება, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში.

"თუ რუსეთი გადალახავს ამ ზღვარს, კატასტროფული შედეგები მოჰყვება. შეერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს”,- აღნიშნა მან.

ABC-ზე ინტერვიუში სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გეგმავს "ყოველ გაუთვალისწინებელ შემთხვევას".

„ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ პრინციპი, რომ იქნება კატასტროფული შედეგები, მაგრამ არ ჩავერთოთ რიტორიკულ თამაშში. ასე რომ, რუსებს ესმით, სად ვართ, ჩვენ გვესმის, სად ვართ, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ…და თუ გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სალივანმა.

ამასთან სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ტრიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული “რეფერენდუმის” საპასუხოდ „დიდი შვიდეული“ გაამკაცრებს სანქციებს.

„მათ გაიმეორეს, რომ იქნებოდა შედეგები და დააზუსტეს, რომ ეს მოიცავს დამატებით გაძლიერებულ სანქციებს, მათ შორის სანქციებს რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ სუბიექტებსა და კომპანიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომის მანქანას ან მხარს უჭერენ ამ ყალბ რეფერენდუმებს“, - აღნიშნა სალივანმა.

გარდა ამისა, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების შესახებ კითხვაზე, სალივანმა თქვა, რომ აშშ ორიენტირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე და „რუსეთის მომავალი რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას