ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება

ლისის ტბაზე წელს ახალ მუსიკალურ ფესტივალს - LISI Vibes ჩაეყრება საბუძველი, რომლის ფარგლებშიც, პირველი ღონისძიება ლისის ტბაზე, 30 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე „ლისი დეველოპმენტისა“ და „ისთერნ პრომოუშენსის” თანამშრომლობით გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, ხავერდოვანი შემოდგომის საღამოებს ლისის ტბაზე მდებარე ბარ-რესტორანი KARI უმასპინძლებს.

„30 სექტემბერს, საღამოს საზოგადოების წინაშე ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და გრემის ორგზის ნომინანტი მუსიკოსი, ვოკალისტი და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი CeCe Rogers წარსდგება. 7 ოქტომბრის საღამოს LOU Berry - მომღერალი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენალისტი. პარიზელი მუსიკოსი მსმენელის წინაშე საკუთარ ბენდთან ერთად წარსდგება და თანამედროვე ჯაზის ელემენტებზე დაფუძნებულ კომპოზიციებს შეასრულებს. კარი 19:00 გაიღება.

ღონისძიების წარმდგენია „ლისი დეველოპმენტი“, ხოლო ტერიტორიის ბუნებრივ იერსახეზე, გამწვანებაზე „ლისი გრინსმა“ იზრუნა. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: tkt.ge/show/11057/lisi-vaibs

„LISI Vibes მომავალში კიდევ არა ერთ მუსიკალურ ღონისძიებას შესთავაზებს მელომანებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს