გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იზიტორებიდაადგილობრივებიგორიჯვრისეკლესიისმიმდებარედ, ე.წ ,,კაკლების“ ტერიტორიაზესაპიკნიკესივრცეებითსარგებლობასმალეშეძლებენ.
“პროექტის მიხედვით, სარეკრეაციო ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მაგიდების, სკამების, ფანჩატურისა და საცეცხლურის მოწყობა, ასევე წყაროს მოპირკეთება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 121 790 ლარი.
,,კაკლების“ ტერიტორიაზე ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
























