უახლოეს დროში საქართველოს საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკები აღიჭურვება კომპიუტერული ანესთეზიით.
ამ ტექნოლოგიამ უკვე მოიპოვა საუკეთესო რეკომენდაციები ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში.
ანესთეზია კეთდება შპრიცის გამოყენების გარეშე, პაციენტისათვის უმტკივნეულოდ.
ამ სიახლეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლებისათვის, ვინაიდან ბავშვებს აშინებთ შპრიცი და ნემსისგან მიღებული უსიამოვნო შეგრძნებები.
კომპიუტერული ანესთეზიის უმრავლეს შემთხვევაში გაუტკივარდება ერთი კბილი, ამასთან, დანარჩენი კბილები და ტუჩი არ კარგავენ მგრძნობელობას.
აქედან გამომდინარე, ანესთეზიის გასვლისთანავე, გამორიცხულია უსიამოვნო შეგრძნებები.
მოწყობილობის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია Milestone-მა გასულ პარასკევს ჩაატარა სასწავლო პრეზენტაცია-სემინარი თბილისის წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკებისა და სპეციალისტებისათვის.
სტომატოლოგიური კლინიკების აღჭურვა განხორციელდება კომპანია SwissMedCommerce-ის მხარდაჭერით.
ელექტრონული ანესთეზიის გარდა, კომპანია SwissMedCommerce საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს თანკბილვის გასწორების ახალ სისტემებს ელაინერების დახმარებით და უკონკურენტო ხარისხის მთლიანად კერამიკულ კბილის იმპლანტებს.
fb: Swissmedcommerce
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"