სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დროშები დაშვებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, ისე როგორც იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობაში შემავალი ყველა უწყების ადმინისტრაციულ შენობებზე.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"