იოსებ ხახალეიშვილი - არ ყოფილა არცერთი დღე, რომ არ გვახსოვდეს აფხაზეთი - ჩვენ ერთმანეთი მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ!

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ომის გმირების მემორიალი. სასულიერო პირებმა ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში. 1992-1993 წლების ომმა უამრავი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, ასეულ ათასობით ადამიანი აიძულა სახლ-კარი მიეტოვებინა და საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულიყო. თითქმის სამი ათეულია წელია, არ ყოფილა არცერთი დღე, რომ არ გვახსოვდეს აფხაზეთი. ეს არ არის მხოლოდ ქართველების ტკივილი, ეს აფხაზების დარდიცაა და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი! მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ურთიერთგაგებით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და საქართველო კვლავ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო იქნება!” - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

,,მე დავიბადე და გავიზარდე ქალაქ სოხუმში და ჩემთვის დღევანდელი დღე ორმაგად მტკივნეულია. თუმცა ჩვენი ევროპული მომავალი წარმოუდგენელია აფხაზეთის და აფხაზების გარეშე. ჩვენ ვართ ერთნი და ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დავიბრუნებთ. დღევანდელი დღე უნდა იქცეს შერიგების დღედ და თითოეულმა ჩვენგანმა ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ. სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა